ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ 27 წლის კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.  სხდომა კლინიკის პალატაში ცოტა ხნის წინ დასრულდა.

სასამართლომ სრულად გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა და გიორგი კავლელაშვილი პატიმრობაში დატოვა.

“არსებობდა, როგორც დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე, ისე საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურების და მათ შორის, მიმალვის საფრთხე. მისი პოზიცია იყო, რომ ამ გადაწყვეტილებას დაეთანხმა. თავის მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობდა. აქედან გამომდინარე, დაცვის მხარეს საწინააღმდეგო პოზიცია არ ჰქონია”, – განაცხადა მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა

.

მსგავსი თემები