უკრაინის უმაღლესი რადა მობილიზაციის შესახებ კანონპროექტს მასში ცვლილებების შესატანად მინისტრთა კაბინეტს უბრუნებს

უკრაინის უმაღლესი რადა მობილიზაციის შესახებ კანონპროექტს, მასში ცვლილებების შესატანად, მინისტრთა კაბინეტს უბრუნებს.

მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ხელმძღვანელის, დავით არახამიას განცხადებით, დღეს გაიმართა დახურული შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სამხედრო მეთაურებმა, მათ შორის ვალერი ზალუჟნიმ, თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა, ფრაქციებისა და კომიტეტების თავმჯდომარეებმა.

„თათბირის შედეგად კანონპროექტი უბრუნდება ინიციატორებს. ამავე დროს, გადავცემთ კომიტეტსა და სამუშაო ჯგუფებში შემუშავებულ წინადადებებს“, – განაცხადა დავით არახამიამ.

მსგავსი თემები