,,ბრძოლის ველზე პაუზა არ იქნება, ეს რუსეთს დაეხმარება”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბრძოლის ველზე პაუზა არ იქნება, რადგან ეს რუსეთს მხოლოდ სარგებელს მოუტანს, რათა გრძელ ვადაში გააგრძელოს უკრაინაში ომი.

,,ბრძოლის ველზე პაუზა არ ნიშნავს უკრაინის ტერიტორიაზე ომის შეწყვეტას. ეს არ ნიშნავს ომის დასრულებას. და ეს არ მოიტანს პოლიტიკურ დიალოგს რუსეთის ფედერაციასთან ან ვინმე სხვასთან. ეს პაუზა მხოლოდ დაეხმარება რუსეთის ფედერაციას ჩვენ გვესმის ის მოცულობა, თუ რასაც რუსეთი აწარმოებს დღეს. ვიცით რა რაოდენობის დრონებსა თუ საარტილერიო ჭურვებს აწარმოებენ ყოველ დღე. ასევე ვხედავთ რა აკლიათ – მათ აქვთ დიდი დეფიციტი დრონებისა და საარტილერიო ჭურვების. დიდი დეფიციტი… ეს პაუზა არ გაყინავს კონფლიქტს, ეს პაუზა მათ უბრალოდ დაეხმარებათ. მათ დრო არ აქვთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები