თეთრი სახლი მხარს უჭერს $300 მილიარდის გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას – Bloomberg

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კანონპროექტს, რომელიც აშშ-ს შესაძლებლობას მისცემს რუსეთისთვის გაყინული აქტივები უკრაინას გადასცეს, მხარს უჭერს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

,,კანონი აღმასრულებელ ხელისუფლებას მისცემს უფლებამოსილებას, რომ უკრაინას გადასცეს რუსეთისთვის ჩამორთმეული აქტივები”, – ციტირებს გამოცემა.

გამოცემის ცნობითვე, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ამერიკას რუსეთის 300 მილიარდ დოლარამდე ოდენობის თანხა აქვს გაყინული.

ამასთან, გამოცემა იუწყება, რომ  გადაწყვეტილებას აფერხებს ის, რომ რუსეთისთვის ქონების კონფისკაციამ შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიოს აშშ-ის ფინანსური სისტემის რეპუტაციაზე, რამაც შესაძლოა დოლარის გაუფასურება გამოიწვიოს.

მსგავსი თემები