დანიის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტრო დატოვა

დანიის ელჩმა, ანე ტოფტ სორენსენმა საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე დატოვა. დიპლომატი უწყებაში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა და მას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია შეხვდა.

ელჩს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, დანიის ელჩმა ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა.

მსგავსი თემები