,,ყველა ის განცხადება, რაც საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე დაიდება ყოველთვის არის პატრიარქთან შეთანხმებული”- ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სტალინის გამოსახულებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადება ილია მეორესთან შეთანხმებულია.

,,საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება და მინდა განვმარტო კიდევ ერთხელ, რომ ყველა ის განცხადება, რაც საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე დაიდება ყოველთვის არის პატრიარქთან შეთანხმებული და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდზეც ვრცელდება. ხოლო როდესაც საკითხი დაბალი რანგისაა, სამსახური თავისი სახელითაც ავრცელებს განცხადებას, და თავადაა პასუხისმგებელი, თუმცა ლოცვა-კურთხევის გარეშე არ ხდება ეს. უკანასკნელი განცხადება პატრიარქთანაა შეთანხმებული თავად განსაჯეთ, რას აკეთებს ეს ადამიანი და რამდენად სანდოა ეს გზა”, – წერს ანდრია ჯაღმაიძე.

მივმართავთ ხატის შემომწირველებს, სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო თავად შეიტანონ ხატში სათანადო ცვლილებები ან ამას ჩვენ გავაკეთებთ – საპატრიარქო

მსგავსი თემები