„სანქციები არ არის სერიოზული თემა“- კობახიძე

“სანქციები არ არის სერიოზული თემა და შეუძლებელია ასეთი მუქარებით დაშანტაჟდეს ხელისუფლება და მითუმეტეს ქართული საზოგადოება”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, სანქციებზე საუბარი არის აბსოლუტურად არასერიოზული.

“რთულ საზოგადოებას იმდენი რამ აქვს გამოვლილი გასული 30 წლის განმავლობაში, რომ მისი დაშანტაჟება არის აბსოლუტურად შეუძლებელი. რაც შეეხება ხელისუფლებას, ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი მაგალითი ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარისგან, პარტიის დამფუძნებლისგან, ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან, რომელმაც დასავლეთს მიანდო 2 მლრდ დოლარი და რომელსაც გაუყინეს ეს 2 მლრდ დოლარი და შესაბამისად არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ დე ფაქტო სანქციას არ უმოქმედია მის გადაწყვეტილებებზე. როდესაც საქმე ეხება ქვეყნის და სახელმწიფო ინტერესებს, ჩვენ ვერავითარი შანტაჟი და ვერავითარი მუქარა უკან ვერ დაგვახევინებს. თქვენ იცით როგორია საქართველოს ისტორია“, – განაცხადა პრემიერმა.

“ოპოზიციის მიტინგების მთავარი შტრიხი მოლოტოვის კოქტეილისა და ქვების სროლაა”- კობახიძე

მსგავსი თემები