ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია იქნება

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე გიორგი კეკელიძეს კონსტანტინე გამსახურდია შეცვლის.

,,ვადასტურებ და ჩემი თანხმობაც არის. მუშაობის დაწყებას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ არცთუ დიდი. აქ არის გარკვეული პროცედურული საკითხები”, – თქვა გამსახურდიამ.

გიორგი კეკელიძეს თანამდებობის დატოვება პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მოსთხოვა. ინფორმაცია ამის შესახებ ფეისბუქ გვერდის საშუალებით თავად კეკელიძემ გაავრცელა.

მწერალი გიორგი კეკელიძე , საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის თანამდებობას 2012 წლიდან იკავებდა.

„პარლამენტის თავმჯდომარემ მითხრა, რომ უნდა წავიდე თანამდებობიდან“ – გიორგი კეკელიძე

მსგავსი თემები