პოლონეთში წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 39 წლის ქართველის დაკავების ორდერი უკრაინული მხარის მიერ იყო გაცემული.

კაცს ბრალი ქურდობასა და სხვისი ქონების უნებართვო გამოყენებაში ედება.

საქართველოს მოქალაქე პოლონეთში 9 იანვარს თბილისიდან ჩაფრინდა. ის სასაზღვრო შემოწმებისას დააკავეს.

 

მსგავსი თემები