,,დანიის ელჩი ქვეყნის შიდა საკითხებში ზედმეტად ერევა, რაც მისი საქმე არ არის”- დავითულიანი

საქართველოში დანიის ელჩი ქვეყნის შიდა საკითხებში ზედმეტად ერევა, რაც მისი საქმე არ არის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

უმრავლესობის წევრს, კითხვა დაუსვეს საქართველოში დანიის ელჩის, ანე ტოფტ სორენსენის განცხადებაზე, რომ „ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია და ქონება რუსეთში დააგროვა“.

„ისინი ცდილობენ ხოლმე შიდა პოლიტიკურ პროცესებში თავიანთი უფლებამოსილების მიღმა ზედმეტად ჩარევას და ზედმეტი პოლიტიკური შეფასებების გაკეთებას, რაც მათი საქმე ცალსახად არ არის. დანიის ელჩის განცხადება სწორედ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია იმ ფონზე, როცა ევროკავშირი მოგვიწოდებს, რომ პოლარიზაცია შევამციროთ და დეზინფორმაციის გავრცელებას ვებრძოლოთ. ამ დროს კი თავად ელჩი დეზინფორმაციის საფუძველს ქმნის და შემდეგ რადიკალურ მედიასაშუალებებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს საშუალებას აძლევს, პროცესების რადიკალიზაციისკენ ნაბიჯი გადადგან. ეს ელჩის მხრიდან სრულიად მიუღებელი საქციელია. მისი საქმე არ არის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ასე სუბიექტურად პედალირება. ჩემი აზრით, მას ამაზე საგარეო უწყებაში განმარტებების გაკეთება მოუწევს. ქვეყნის შიდა საკითხებში ზედმეტად ერევა, რაც მისი საქმე არ არის“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მსგავსი თემები