,,ვურჩევ, გიორგი, ჩემო ძმაო, ჯერ ჩემი ხაბე გამოიწვიე”- ზარქუა გახარიას

,,ვურჩევ, გიორგი, ჩემო ძმაო, ჯერ ჩემი ხაბე გამოიწვიე, შემდეგ გადადი ჭიჭე ვაშაძეზე, დაგაკვრდებით, იმის შემდეგ ბატონ გუბაზთან, ბევრი საერთო გაქვთ და მიხვდები რაც”, – ასე ეხმაურება უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა გიორგი გახარიას განცხადებას.

,,მე მესმის, მას შელახული აქვს იმიჯი და ცდილობს ახლა, რომ რაღაცნაირად აიმაღლოს და გამოიწვია ბატონი ივანიშვილი, რომლის ერთი პროცენტი მაინც გააკეთოს ამ ქვეყნისთვის და მერე შეუძლია, ასე თამამად გამოიწვიოს.  მანამდე, მე ვურჩევ, გიორგი, ჩემო ძმაო, ჯერ ჩემი ხაბე გამოიწვიე, შემდეგ გადადი ჭიჭე ვაშაძეზე, დაგაკვრდებით, იმის შემდეგ ბატონ გუბაზთან, ბევრი საერთო გაქვთ და მიხვდები რაც”, – აცხადებს ზარქუა.

,,ნებისმიერ ფორმატში მზად ვარ დებატებისთვის” – გახარია ივანიშვილს

მსგავსი თემები