,,ქვეყანაში სეზონური ვირუსების გავრცელების აქტიური ფაზაა” – ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში”

“ქვეყანაში სეზონური ვირუსების გავრცელების აქტიური ფაზაა” – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ს პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა.

მისი თქმით, “ძირითადად არის H1N1 და H1N3 ვირუსები, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა, თავის, სახსრების ტკივილი, გამოხატული სისუსტე ახასიათებს და ძირითადად ბავშვებში ცირკულირებს.”

,,საქართველოში და მთელ მსოფლიოში გრიპის ვირუსის ჯამური მაჩვენებელი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 2022 წელს იყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებს თუ გადახედავთ, ბოლო მაჩვენებელი არის კალენდარული 51-ე კვირა და გრიპი გახდა დომინანტური ვირუსი. 49-ე კვირას ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში გრიპის ხვედრითი წილი იყო 16%, ახლაა 26%. ზრდა ნამდვილად არის. ამინდსაც დიდი მნიშვნელობა აქვს და, სავარაუდოდ, მომდევნო პერიოდის განმავლობაში, აცივების კვალდაკვალ, შემთხვევები მოიმატებს, თუმცა, გრიპის თვალსაზრისით, ალბათ ისეთი აქტიური პერიოდი არ იქნება, როგორც 2022-2023 წლების სეზონზე იყო. სხვა ვირუსებიც ცირკულირებენ ქვეყანაში, ეს არის რინოვირუსი, რესპირაციული ვირუსი. კორონავირუსი ნაკლებად აქტიურია და წინა კვირების სტატისტიკასაც თუ გადავხედავთ, მაჩვენებელი მხოლოდ 2,5%-ის ფარგლებში მერყეობდა“ – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

რაც შეეხება მთავარ რეკომენდაციებს: ტემპერატურის კონტროლი, დიდი რაოდენობით სითხის მიღება და გართულების შემთხვევაში ექიმისთვის მიმართვიანობა.

“გრიპის ვირუსი დომინანტია” – ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები