„სრულიად მისაღებია საპატრიარქოს პოზიცია”- ირმა ინაშვილი

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას  წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილი ეხმაურება. მისი თქმით, საპატრიარქოს პოზიცია მისაღებია.

„სრულიად მისაღებია საპატრიარქოს პოზიცია. ჯერ კიდევ ორი დღის წინ ვწერდი: თუ ეკლესია გადაწყვეტს, ვთხოვოთ ხატმწერს და ეს ფრაგმენტი სხვა შინაარსის ფრაგმენტით შეცვალოს, ვინაიდან საპატრიარქო მოგვიწოდებს, უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს!“ – წერს ინაშვილი.

მივმართავთ ხატის შემომწირველებს, სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო თავად შეიტანონ ხატში სათანადო ცვლილებები ან ამას ჩვენ გავაკეთებთ – საპატრიარქო

მსგავსი თემები