ფინეთმა რუსეთთან სასაზღვრო გამშვები პუნქტების ჩაკეტვის ვადა გაახანგრძლივა

ფინეთმა რუსეთთან სასაზღვრო გამშვები პუნქტების ჩაკეტვის ვადა გაახანგრძლივა. არსებული ინფორმაციით, საზღვრები 11 თებერვალს გაიხსნება.

სასაზღვრო დაცვის სამსახურის ცნობით, წინა თვეში ორი სასაზღვრო გამშვები პუნქტის მოკლევადიანი გახსნისას რუსეთიდან ფინეთში თავშესაფრის 300-ზე მეტი მაძიებელი გადავიდა. ნოემბერში კი, ფინეთში, რუსეთის გავლით კენიიდან, მაროკოდან, პაკისტანიდან, სომალიდან და სირიიდან დაახლოებით 900 თავშესაფრის მაძიებელი შევიდა.

,,ხელისუფლების მიერ შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე, სავარაუდოა, ფენომენის ხელახალი განმეორება და გაფართოების საფრთხე, როგორც ადრე იყო”, – ნათქვამია ფინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი თემები