„საჯაროდ მოულოდნელად ხელის თხოვნის ფაქტები, არის ქალისათვის დამამცირებელი“ – რომან გოცირიძე

საჯაროდ მოულოდნელად ხელის თხოვნის ფაქტები, ასე რომ მოედო მთელ მსოფლიოში სოციალურ ქსელებს, არის ქალისათვის დამამცირებელი – ამის შესახებ დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ქალი მოწყალებას ელის კაცისგან, გახადოს ღირსი და სთხოვოს ხელი. მისი ამ სურვილის ასრულება იმდენად მოულოდნელია, რომ წინადადების მიღებისას ლამის შოკში ვარდება.  როგორც იქნა დაინახეს, როგორც იქნა დააფასეს, როგორც იქნა აღიარეს.

საჯაროდ მოულოდნელად ხელის თხოვნის ფაქტები, ასე რომ მოედო მთელ მსოფლიოში სოციალურ ქსელებს, არის ქალისათვის დამამცირებელი. ერთი შეხედვით ლამაზი და ამაღელვებელი ამბავი სინამდვილეში შეფარულად ქალისადმი კაცის უპირატესობის დემონსტრირების მაჩვენებელია. ის არის გადაწყვეტილების მთავარი მიმღები, ის არის ქალის გამაბედნიერებელი.

ისე, ერთხელ მაინც პირიქით რატომ არსად მომხდარა,  ქალს რომ გამოეჩინოს ინიციატივა და კაცისთვის მოეწყოს “სიურპრიზი”?,- წერს რომან გოცირიძე.

მსგავსი თემები