,,ვანდალური აქტიდან გამომდინარე, დღეს და ხვალ, საკათედრო ტაძარში მედიასაშუალებების წარმომადგენელთა დაშვება შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე, შეიზღუდება”- საპატრიარქოს განცხადება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დღეს და ხვალ, სამების ტაძარში მედიასაშულებების წარმომადგნელების შესვლა შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე შეზღუდული იქნება.

„სამების საპატრიარქო ტაძარში მომხდარი ვანდალური აქტიდან გამომდინარე, დღეს და ხვალ, საკათედრო ტაძარში მედიასაშუალებების წარმომადგენელთა დაშვება შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე, შეიზღუდება. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია შემდგომი გაუგებრობისა და ტაძარში დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად,“ – ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები