ტიბეტი, ცაში გამოკიდებული მწვანე ქალაქი ნიინჩი

ტიბეტი – მწვანე ზონა. სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი კი გნსაკუთრებით ჰგავს საქართველოს მთიან რეგიონებს. ეს არის ქალაქი  ნიინჩი (ლინჯი), რომელიც მთლიანად სიმწვანეშია ჩაფლული. ეს არის მთიანი ზონა ცასთან ახლოს.

ნიინჩი არის პრეფექტურის დონის ქალაქი ტიბეტის ავტონომიური რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. „ტყის რეგიონი,“ შეიძლება ასე ეწოდოს ამ ზონას, ტიბეტის დედაქალაქისგან განსხვავებით, რომელიც მთლიანად კდლოვანია.

ქალაქის ტყით დაფარვის მაჩვენებელი 26,4 მილიარდი კუბური მეტრია და აქ 800 მილიონ კუბურ მეტრზე მეტი ხეა.  ველური ბუნების სახეობებს მიეკუთვნება „ბენგალის ვეფხვი, ლეოპარდი, დათვი, ცხვირწინ მაიმუნი, ანტილოპა და მცირე პანდა“.

რაც შეეხება ხე-მცენარეებს, ტყეები 2000-ზე მეტი სახეობითაა დაფარული.  მათ შორის 100-მდე სახეობის ქსილოფიტა, 165 სახეობის სამკურნალო ბალახი და სოკო.

რაც შეეხება კულტურებს, აქ ძირითადად გაშენებულია ბრინჯი, არაქისი, ვაშლი, ფორთოხალი, ბანანი და ლიმონი.  სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მხრივ კი აქ უხვად მოჰყავთ სოკო, ფორთოხალი, მანდარინი, შაქრის ლერწამი, თაფლის ატამი, ვაშლი, მსხალი, ყურძენი და კაკალი.

ნიინჩის პრეფექტურა 5000 წლით თარიღდება.

ზიგზაგისებრი გზით ნელნელა ადიხარ მაღლა და მაღლა, თითქოს უახლოვდები ცას. გზა კი მიდის ტყეში, სულ სიმწვანეში. დილაობით აქ ისეთი ნისლია, გეგონება, ცაში ხარ გამოკიდებული და მისწვდები კიდეც.

 

ტიბეტის დედაქალაქი ლასა ნიინჩის პრეფექტურისგან რადიკალურად განსხვავდება, რადგანაც აქ სიმწვანე ნაკლებია და ძირითადად კლდეებშია მოქცეული.

 

ეკა გულუა ტიბეტიდან

ის ნამდვილად მაღლაა – ტიბეტი (ვიდეო)

ტიბეტი – კერძო სახლები და ცხოვრების წესი – ვიდეო

მსგავსი თემები