„ყველამ საკუთარ საქმეს უნდა მიხედოს და სხვების საქმეს პატივი სცეს”- ვიქტორ ოსიმენის აგენტი

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის განცხადებას ვიქტორ ოსიმენის აგენტი, რობერტო კალენდა ეხმაურება. მისი თქმით, ყველამ საკუთარ საქმეს უნდა მიხედოს.

„ყველამ საკუთარ საქმეს უნდა მიხედოს და სხვების საქმეს პატივი სცეს. არ არის სწორი სხვა ფეხბურთელების მომავალზე საუბარი. ეს გაუგებრობას, პრობლემებსა და არასწორ ვარაუდებს ქმნის. მამუკა ჯუღელის სიტყვები ცუდი, ზედაპირული და მიუღებელია. ეს სიტყვები ჩემს ფეხბურთელს, ვიქტორ ოსიმენს ნაპოლის გულშემატკივრებთან, უსაფუძვლო პრობლემებს შეუქმნის. კლუბთან კონტრაქტი ახლახანს გავახანგრძლივეთ და ჩვენი სურვილი, აფრიკის ერთა თასის მოგებასთან ერთად, ნაპოლისთვის დახმარების გაწევაა. სხვა ყველაფერი სისულელეა“, – წერს კალენდა.

ცნობისთვის, მა­მუ­კა ჯუ­ღელ­მა პირ­ვე­ლი არ­ხის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში განაცხადა: “თქვენ გგო­ნი­ათ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ნე­ა­პოლ­ში ითა­მა­შებს ოსი­მე­ნი? მა­შინ მე წი­ნას­წარ გე­ტყვით, ზა­ფხუ­ლის სატ­რანსფე­რო ფან­ჯა­რა­ზე წავა სა­უ­დის არა­ბეთ­ში. ხვი­ჩას მი­ლი­არ­დი რომ მის­ცე, არა­ბეთ­ში არ წავა, ხვი­ჩა წავა “რე­ალ­ში”, “ბა­ვა­რია”, “ბარ­სე­ლო­ნა”, “მან­ჩეს­ტერ სიტი”, ამ გუნ­დებს სი­ტყვა­ზე გე­უბ­ნე­ბით. ხვი­ჩას სხვა გე­მოვ­ნე­ბა და სხვა ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ტვი­ნი აქვს. ხვი­ჩას სურს, რომ სულ ზე­მოთ იყოს და ასეც იქ­ნე­ბა”.

მსგავსი თემები