,,ვუერთდებით გაფიცვას, სანამ კანონი არ იქნება გაუქმებული” – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტების დიდი ნაწილი უერთდება სტუდენტების გაფიცვას და ამასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ:

,,ჩვენ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც ვსწავლობთ და განათლებას ვიღებთ ევროპული მოდელის შესაბამისად , მითუმეტეს, როდესაც ჩვენს უნივერსიტეტს,“აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი“ ჰქვია.გვსურს დავარღვიოთ დუმილი და პასუხი გავცეთ ძალადობას , რომელიც ხორციელდება თბილისში! არა რუსულ კანონს!

ჩვენ ვგმობთ ძალადობას! ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 13 მაისიდან, ჩვენც შევუერთდეთ გაფიცვას სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად და მოვაწყოთ ოფიციალური გაფიცვა მანამ, სანამ ეს კანონი არ იქნება გაუქმებული ხელისუფლების მიერ!

1. 13 მაისიდან არ მოვალთ უნივერსიტეტში
2. არ დავესწრებით ლექციებს
3. მოვუწოდებთ ყველა შიდა უნივერსიტეტის ხელმძღვანელებსა და სტუდენტებს, რომ შემოგვიერთდნენ ამ მნიშვნელოვან დროს და დავგმოთ რუსული კანონი და ძალადობა.

ჩვენ გვსურს ნათელი და ევროპული მომავალი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ჩვენი წინსვლა და განვითარება 21-ე საუკუნეში”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები