გაიფიცნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებიც

რუსული კანონის წინააღმდეგ სტუდენტების გაფიცვას უერთდებიან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებიც.

,,კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები, ვწყვეტთ აკადემიურ პროცესებში მონაწილეობის მიღებას, სანამ ეს კანონპროექტი არ იქნება უკან გაწვეული და ქვეყანაში არ აღსრულდება სამართალი”, – თქვა ერთ-ერთმა სტუდენტმა.

ცნობისთვის, ქვეყნის მასშტაბით, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში სტუდენტები 30-მდე უნივერსიტეტში გაიფიცნენ.

მსგავსი თემები