რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალების პოლკოვნიკი ვადიმ ისმაგილოვი ლიკვიდირებულია

რუსეთის ფედერაციის საჰაერო თავდაცვის ძალების პოლკოვნიკი ვადიმ ისმაგილოვი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ ის დროებით ოკუპირებულ ყირიმში, 4 იანვარს, სარდლობის პუნქტზე ბოლო სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა.

როგორც ცნობილია, 4 იანვარს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სევასტოპოლთან რუსული ჯარების შეერთების სამეთაურო პუნქტს დაარტყეს. რუსეთმა თავდასხმის დროს მისი 23 ჯარისკაცის, მათ შორის მაღალი რანგის ოფიცრების, ლიკვიდაცია დაადასტურა. მანამდე Ukrinform-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სატელიტური სურათებით რუსული ბაზის განადგურება დადასტურდა.

მსგავსი თემები