2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 4,8%-ით გაიზრდება – მსოფლიო ბანკის პროგნოზი

მსოფლიო ბანკის წინასწარი ვარაუდით, საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს 4,8%-ით გაიზრდება, რაც 2023 წლის ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც მსოფლიო ბანკის მონაცემებით 6,5% იყო, 0,7%-ით ნაკლებია.

მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, საქართველოს 2021-2022 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონდა. ამ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკა ჯერ 10,5%-ით, შემდეგ კი 10,4%-ით გაიზარდა. 2023 წელს კი ზრდის ტემპი 6,5%-მდე შემცირდა.

 

მსგავსი თემები