,,ბიძინა ივანიშვილს არასდროს დაუშვია, რომ პროცესები ფარდის მიღმა პოზიციიდან ემართა”- გია ვოლსკი

 ბიძინა ივანიშვილს არასდროს დაუშვია, რომ პროცესები ფარდის მიღმა პოზიციიდან ემართა, ჩვენ თვალწინ ასეთი არაფერი მომხდარა“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ოლიგარქია, მაგალითად, დავით კეზერაშვილი.

„დემოკრატიის ციტადელის, ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერშიფში არ ყოფილა ადამიანი, ვის ოჯახსაც საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი არ ჰქონდა. გადახედეთ ევროკავშირის სტრუქტურებს – არიან ადამიანები მმართველობაში, მაგრამ არავინ არასდროს ფინანსურ რესურს ნეგატიურად არ იყენებს, მით უმეტეს, ბიძინა ივანიშვილი. დიდ ფინანსურ რესურსზე თუ არის საუბარი, გაიხსენეთ „ლელო“, დავით კეზერაშვილი უშველებელი თანხებით, რომელიც საქართველოს ბიუჯეტიდან აქვს მოპარული. ბიძინა ივანიშვილის დიდი ფინანსური რესურსი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენება, მაგრამ ამ დიდი ფინანსური რესურსის უკან არის პოზიტიური პროექტების უშველებელი ჩამონათვალი, რაც მან საქართველოსთვის გააკეთა. ვერ მომიყვანთ ვერცერთ მაგალითს, როცა მის გამგებლობაში დიდი ფინანსური რესურსის არსებობა ნეგატიურად იყოს დახასიათებული.

ოლიგარქია, მაგალითად, დავით კეზერაშვილი, რომელიც არაფერს წარმოადგენს, არც არასდროს არაფერს წარმოადგენდა, გარდა უცბად გამდიდრებული თავდაცვის მინისტრისა, რომელმაც ჯარისკაცები დატოვა ბრძოლის ველზე. კეზერაშვილია რაღაც დიდი ფინანსური გაერთიანების ხელმძღვანელი, რომელიც მართავს ტელევიზიებს და პოლიტიკურ პარტიებს. აი, ეს ოლიგარქიაა. ოლიგარქია ნეგატიურ კრიტერიუმებთან არის დაკავშირებული, როცა გაქვს ფინანსური რესურსი და გარკვეული მოქმედებების ან პროცესების მობილიზებას ახდენ, რაც ქვეყანას აზიანებს, მაგრამ გაძლიერებს, როგორც პოლიტიკურ სტრუქტურას და პოლიტიკურ ძალას, ან მართავ ქვეყანას ისე, რომ შენი სიტყვაა მთავარი, საბოლოო და გადამწყვეტი. ასეთი რამ არ მომხდარა, იმის მიუხედავად, რომ ბიძინა ივანიშვილს სერიოზული პოლიტიკური რესურსი ჰქონდა, როცა ის პრემიერ-მინისტრი და პარტიის ხელმძღვანელი იყო. ახლაც ასე იქნება. ბიძინა ივანიშვილს არასდროს დაუშვია, რომ პროცესები ფარდის მიღმა პოზიციიდან ემართა, ჩვენ თვალწინ ასეთი არაფერი მომხდარა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი თემები