ლიეტუვამ უკრაინის სამხედრო დახმარების გრძელვადიანი, 200 მილიონიანი პაკეტი დაამტკიცა

ლიეტუვა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ უკრაინამ დაამარცხოს რუსეთი – ამის შესახებ პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ უკრაინის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ის დარწმუნებულია, რომ უკრაინას “შეუძლია გაიმარჯვოს და გაიმარჯვებს”. მისივე თქმით, ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის საბჭომ დაამტკიცა უკრაინის გრძელვადიანი სამხედრო დახმარების პაკეტი 200 მილიონი ევროს ოდენობით.

,,იანვარში ჩვენ კვლავ გავაგზავნით საბრძოლო მასალას, გენერატორებს, დეტონაციის სისტემებს უკრაინაში, თებერვალში კი M577 ჯავშანტრანსპორტიორებს. მოვამზადებთ უკრაინელ ჯარისკაცებს და გავაძლიერებთ თანამშრომლობას თავდაცვის ინდუსტრიაში”, –  განაცხადა ნაუსედამ.

მსგავსი თემები