ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით ლიეტუვის დედაქალაქში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით ლიეტუვის დედაქალაქში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციაეს ზელენსკი ტელეგრამ-არხში ავრცელებს.

მისივე ცნობით, ვილნიუსის შემდგომ, ტალინსა და რიგაში გეგმავს ვიზიტებს.

,,ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ჩვენი სანდო და პრინციპული პარტნიორები არიან. მოგვიანებით მე ჩავალ ტალინში და რიგაში – დღეს კი ვილნიუსს ვეწვიე”, – წერს ზელენსკი.

ვილნიუსიში ზელენსკი ლიეტუვის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, სეიმის სპიკერს, ასევე პოლიტიკური ძალების, მედიისა და უკრაინული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.

განსახილველ საკითხებს შორისაა უსაფრთხოება, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია, თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობა და ევროპული მხარდაჭერის კოორდინაცია.

 

მსგავსი თემები