“არ ვიცი, ვისი პროექტია, ვინ არის პასუხისმგებელი პირველად ჯანდაცვაზე – ამოიცანით თქვენი თავი და იმოქმედეთ!” – ბათუმელი ექიმი ჯანდაცვის სამინისტროს

ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის ექიმი სოფო ბერიძე, ჯანდაცვის სამინისტოს, ქუდზე ექიმის გამოძახებას თხოვს.

სოფო კოლეგებსაც მიმართავს. აი, რას წერს ის თავის ფეისბუქპოსტში.

სოფო ბერიძე: – დღეს გადამწყვეტია – დამძიმების ნიშნების დროული ამოცნობა, პრეჰოსპიტალური მართვა!
დამძიმების და კრიტიკულ განყოფილებაში მოხვედრის შემდეგ, რა სტატისტიკაც გვაქვს, ყველა ვხედავთ….

ჯერ საყოველთაო მობილიზებისკენ არ მოუწოდებიათ – ეს ნიშნავს, რომ გვაკმაყოფილებს კადრების რაოდენობაც და მართვის სქემაც…

გვაკმაყოფილებს?

არ ვიცი, ვისი პროექტია, ვინ არის პასუხისმგებელი პირველად ჯანდაცვაზე – ამოიცანით თქვენი თავი და იმოქმედეთ!

– ქუდზე ექიმი გამოიძახეთ…

– ექიმი და არა დიპლომი.

ძვირფასო ოჯახის, ონლაინ, კოვიდექიმებო – რაც არ უნდა გაზვიადებულად მოგვეჩვენოს, ჩვენზეა დამოკიდებული მომდევნო ორი თვის სიკვდილის ქრონიკა!

ჰუმანურობის, ეთიკის და მორალის ამბავია, ვაღიაროთ, თუ ვერ ვწვდებით საქმეს… ან ეს საქმე აღემატება ჩვენს კომპეტენციას…” – წერს ექიმი.

მსგავსი თემები