,,სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია”- ზურაბ ჩხაიძე

„ვივამედის“ სამედიცინო დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური და გაუმჯობესებულია. მისი თქმით, გაუარესება არ აღინიშნება.

„პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, შეიძლება ითქვას, რომ გაუმჯობესებულია. სტაბილურია პარამეტრები, იქნება ეს ჰემოდინამიკური მაჩვენებლები თუ სუნთქვის პარამეტრები. გაუარესება ნამდვილად არ აღენიშნება, თუმცა არის გარკვეული კვლევები, რომლებსაც ყურადღება სჭირდება. კვების კომპონენტი გაუმჯობესებულია, კალორაჟი მომატებულია, თუმცა არა იმდენად, რამდენიც არის სასურველი და რაც ნუტრიციოლოგების მიერ რეკომენდებულია“, – განუცხადა ზურაბ ჩხაიძემ პირველ არხს.

მსგავსი თემები