,,ევროკავშირი შეძლებს შეასრულოს გეგმა და უკრაინას გაზაფხულისთვის 1 მილიონი ჭურვი მიაწოდოს”- ევროკომისარი

ევროკომისარ ტიერი ბრენტონის განცხადებით, ევროკავშირი შეძლებს შეასრულოს დასახული გეგმა და უკრაინას გაზაფხულისთვის ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვი მიაწოდოს.

მისი თქმით, ამ მიზნის შესასრულებლად ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა შეამცირონ იარაღის ექსპორტი სხვა ქვეყნებში და მოახდინონ ზეწოლა სამხედრო-სამრეწველო ინდუსტრიაზე.

ბრენტონი აღნიშნავს, რომ ევროკავშირს ასევე აქვს შესაძლებლობა რომ ორ წელიწადში რუსეთს გაუტოლდეს იარაღის წარმოების მაჩვენებლით.

 

მსგავსი თემები