სომხეთში ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით ორი რუსი სამხედრო დააკავეს

სომხეთში ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით ორი რუსი სამხედრო დააკავეს.

პოლიციის თანამშრომლებმა 6 იანვარს შირაქის რაიონის სოფელ არაპში, „ოპელის“ მარკის ავტომობილი გააჩერეს, რომლის მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლისას პარკი გადააგდო. პარკში თეთრი ნივთიერება იყო მოთავსებული.

მძღოლი და სამი მგზავრი, მათ შორის ორი რუსი სამხედრო მოსამსახურე, დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთ რუს ჯარისკაცს ჩხრეკისას თეთრი ნივთიერება აღმოუჩინეს.

მსგავსი თემები