ხარკოვის ბავშვთა გამაჯანსაღებელი ბანაკის შენობა დაბომბეს

რუსეთის მიერ ხარკოვზე სარაკეტო იერიშის შედეგად, ბავშვთა გამაჯანსაღებელი ბანაკის შენობა დაზიანდა. ხარკოვის მერის ინფორმაციით,  დაბომბვის შედეგად 2 რაკეტა ჩამოვარდა, თუმცა შენობა ცარიელი იყო და არავინ დაშავებულა.

“ეს არის ცალსახად სამოქალაქო ობიექტი, ამიტომ, ჩვენმა მტერმა მორიგ ჯერზე დაადასტურა, რომ ის ტერორისტია ” – წერს იგორ ტერეხოვი.

დაბომბვის შედეგად სოფელ სლობოჟანსკეში დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და სოფლის საკრებულოს შენობაც.

მსგავსი თემები