რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1 ქალი, დაზიანდა სკოლა.

უკრაინის საგანგებო სამსახურის ცნობით, დღეს, რუსეთის ძალებმა ორი მართვადი საჰაერო ბომბი გაუშვეს კუპიანსკის რაიონის სოფელ ვილხუვატკას წინააღმდეგ. ოფიციალური პირების თქმით, ერთ-ერთმა ბომბმა ადგილობრივ სკოლაში ხანძარი გააჩინა, ამჟამად ის ლიკვიდირებულია, თუმცა სკოლა ნაწილობრივ დაიწვა. მეორე ბომბმა კი 48 წლის ქალი იმსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით დაზიანდა მაღაზია და 10-მდე სახლი.

მსგავსი თემები