კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები პრეზიდენტს ხვდებიან

სტუდენტების ნაწილი ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან მივიდნენ. ადგილზე კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები არიან შეკრებილი, რომლებიც მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გეგმავენ აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ, თუმცა იქამდე ისინი ორბელიანების სასახლესთან შეჩერდნენ.

რამდენიმე სტუდენტი რეზიდენციაში, პრეზიდენტთან შეხვედრაზე შევიდა. მათ პრეზიდენტის პოზიცია აინტერესებთ.

მსგავსი თემები