გერმანიაში მატარებლების მემანქანეები გაიფიცნენ

გერმანიაში მატარებლების მემანქანეები გაიფიცნენ.  გაფიცვა 10 იანვარს დაიწყო და პარასკევს საღამოს დასრულდება.

გაფიცულები რკინიგზის ეროვნული ოპერატორი კომპანია Deutsche Bahn-სგან სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

პროფკავშირი მემანქანეებისთვის ყოველკვირეული სამუშაო საათების 38-დან 35-მდე შემცირებას, ყოველთვიური ხელფასის 555 ევროთი გაზრდას და ინფლაციის გათვალისწინებით დასაქმებულებისთვის სამი ათასამდე ევროს ერთჯერადად გადახდას ითხოვს.

Deutsche Bahn-ის განცხადებით,  მზად არიან, ხელფასი 11%-ით გაზარდონ.

მსგავსი თემები