რუსეთმა დონეცკის ოლქში საცხოვრებელ კორპუსს რაკეტა ესროლა – არის მსხვერპლი

გასულ ღამეს რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სელიდოვო დაბომბეს. რაკეტა ოთხსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც ჩამოინგრა სადარბაზო.

შემთხვევის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა, დაშავდა რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრები

„სელიდოვო: დაბომბვის შედეგად დაზიანდა მაღალსართულიანი შენობა. გადაარჩინეს ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელი დაინგრა. სამწუხაროდ, ნანგრევების ქვეშ გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვეს. სავარაუდოდ, ერთი ადამიანი მაინც რჩება ნანგრევების ქვეშ” – წერს უკრაინის შს მინისტრი იგორ კლიმენკო ტელეგრამ არხზე.

 

მსგავსი თემები