რუსეთმა უკრაინის ფრონტის ორ ხაზზე ერთდროულად გამოიყენა ქიმიური იარაღი – Deep State

უკრაინული ანალიტიკური ტელეგრამ არხის, Deep State-ის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა უკრაინის ფრონტის ორ ხაზზე – ბახმუტსა და სვიატოვოზე, ერთდროულად გამოიყენეს ქიმიური იარაღი.

ანალიტიკოსების ინფორმაციით, გამოყენებულია სავარაუდოდ ნივთიერება ქლორპიკრინი, რომელიც ოკუპანტებს უხვად აქვთ მარაგში.

,,სვიატოვისა და ბახმუტის რაიონებზე ქიმიური იარაღის გამოყენების ორი შემთხვევა დაფიქსირდა, სავარაუდოდ, მტერმა გამოიყენა ქლორპიკრინი, რომელიც უხვად არის მარაგებში და რომელიც უკვე არაერთხელ იქნა გამოყენებული ჩვენი ჯარების წინააღმდეგ,”-  ნათქვამია ანგარიშში.

 

მსგავსი თემები