საფრანგეთის პოლიცია ქურდებს ეძებს, რომლებმაც სატვირთოებით 600 000 ევროს ღირებულების შამპანური მოიპარეს

საფრანგეთში ქურდებმა შამპანურით სავსე ორი სატვირთო მანქანა მოიპარეს.   მანქანები Moët & Chandon-ის ბოთლებით იყო სავსე. შამპანურების ღირებულება 600 000 ევრო იყო.

თვალთვალის მოწყობილობით, მოპარული მანქანები  მაგისტრალზე რეიმსსა და პარიზს შორის იპოვეს. შამპანურის ბოთლები ხელუხლებელი იყო და დაუზიანებლად ამოიღეს.

სატვირთოებს პოლიცია ორი მანქანით დაედევნა. ერთ-ერთი სატვირთო მანქანა იძულებული გახდა შენელებულიყო, მძღოლი გადმოხტა და  ის  მსუბუქმა ავტომობილმა აიყვანა. მანქანამ გაქცევა მოახერხა.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

მსგავსი თემები