,,ჰამასის” ე.წ პარლამენტის შენობა აფეთქების შედეგად განადგურებულია. ინფორმაცია და ვიდეომასალა X-ზე (ყოფილი Twitter) ვრცელდება. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ სოციალურ მედიაში გავრცელდა ფოტომასალა, რომელზეც ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) “ჰამასის” ე.წ პარლამენტში იყვნენ შესულნი. შენობა IDF-ის მე-7 ბრიგადასა და გოლანის ქვეით ბრიგადას ჰქონდათ აღებული.