სამების საპატრიარქო ტაძარში, აფხაზეთიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, მოადგილეებთან, მირონ ჩიგოგიძესთან, ჯანდრი უბირიასთან, მრჩეველთან, ვლადიმერ იმნაძესთან და სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 1990-იანი წლებში, აფხაზეთში, საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, 1990-იანი წლებში, აფხაზეთში, შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპული 20 იდენტიფიცირებული პირის, მათ შორის 14 მებრძოლის და 6 მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტები გადმოასვენეს.

16 ნოემბერს, 15:00 საათზე, 5 მებრძოლს, დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ; 15 პირი, კი ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე დაიკრძალება.

2010 წელს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართულობით, ორი საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის შემდეგ, რომელთაგან ერთი_ 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან, ხოლო მეორე – 90-იანი წლებისა და 2008 წლის ცხინვალის რეგიონში წარმოებულ საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით ფუნქციონირებს, სულ მოძიებულია 601 ნეშტი, რომელთაგან 263 ოჯახებს უკვე გადაეცათ. დღეისათვის, 2029 სამხედრო და სამოქალაქო პირი ჯერაც ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად, რომელთა მოძიების, იდენტიფიცირებისა და ოჯახებისთვის გადაცემისთვის ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმი მუშაობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს.

მსგავსი თემები