ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზის ალ-შიფას საავადმყოფოს ჩვილებისთვის ინკუბატორები, საკვები და მედიკამენტები მიაწოდეს

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზის ალ-შიფას საავადმყოფოს ჩვილებისთვის ინკუბატორები, საკვები და მედიკამენტები მიაწოდეს.

„ისრაელის თავდაცვის ძალების ზუსტი და მიზნობრივი ოპერაცია „ჰამასის“ წინააღმდეგ ალ-შიფას საავადმყოფოში გრძელდება. ჩვენ ახლა შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ მიწოდებულმა ინკუბატორებმა, ჩვილთა საკვებმა და მედიკამენტებმა საავადმყოფომდე წარმატებულად მიაღწია. ჩვენი მედიკოსთა ჯგუფი და არაბულენოვანი სამხედროები ადგილზე არიან იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ მარაგებმა იმ პირებამდე მიაღწიოს, ვისაც ისინი ესაჭიროება“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

 

მსგავსი თემები