მომავალი წლიდან რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება

მომავალი წლიდან რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, რომელსაც „თბილისის განვითარების ფონდი“ განახორციელებს, პირველ ეტაპზე, არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია მოხდება. „თბილისის მერიის ინიციატივით, „თბილისის განვითარების ფონდი“ მომდევნო წლიდან იწყებს რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც რამდენიმე ეტაპად დაიყოფა. პირველ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდება გამზირზე არსებული შენობების დაზიანებული სახურავები, ფასადები, წყალსაწრეტი ღარები და კონსტრუქციული ნაწილები; მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების მხატვრულ-დეკორატიული მინათება და მოწესრიგდება ფასადებზე ქაოსურად არსებული კომუნიკაციების ქსელები. ტერიტორიაზე არის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლები, რომელთაც სპეციალური დამუშავება, შესაბამისი ექსპერტების ჩართულობა…

მეტი...

დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხის ანთება 15 დეკემბრისთვის იგეგმება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხის ანთება 15 დეკემბრისთვის იგეგმება. მისი  თქმით, სხვა დეტალებზე მოგვიანებით მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას. „ახალი მთავარი ნაძვის ხით შეხვდება თბილისი 2024 წელს. გახსოვთ, გასულ წელს ნაძვის ხეს ფოიერვერკი ესროლეს, რის შედეგადაც ცეცხლი მოეკიდა. სახანძროს ჩართულობით ჩააქრეს ცეცხლი, თუმცა ნაძვის ხე დაზიანდა და ახალი ნაძვის ხის ყიდვა მოგვიწია. 15 დეკემბერს ვგეგმავთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთებას. იქნება შესაბამისი კონცერტი, რაზეც ცოტა მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ”აუცილებელია საქართველოსთან მუშაობა საზღვარზე ინციდენტების თავიდან ასაცილებლად”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მოადგილის განცხადებით,  აუცილებელია საქართველოსთან მუშაობა ე.წ. საზღვარზე ახალი გამწვავებების თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით კირბალში მომხდარი “ინციდენტის” შემდეგ. „საქართველოს მოქალაქეების მიერ სამხრეთ ოსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბოლო ინციდენტის ფონზე, ხაზი გაესვა თანათავმჯდომარეების უფრო ენერგიულ მუშაობას ოფიციალურ თბილისთან, რათა თავიდან აიცილონ ახალი გამწვავებები საქართველო-სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ზონაში“,-  ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გალუზინისა და ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. უწყების ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ე.წ. საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის მნიშვნელობასაც გაუსვეს ხაზი.

მეტი...

აშშ-ში სატვირთო მანქანა სკოლის ავტობუსს შეეჯახა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ოჰაიოში სატვირთო მანქანა ავტობუსს შეეჯახა. ავტობუსს სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა. შემთხვევის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა, 18 კი დაშავდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

ეროვნული მთავრობის მოსვლის შემდეგ, რუსებს მოქალაქეობის ადვილად მიღების სხვადასხვა გზა გაუუქმდებათ – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ საქართველოში ეროვნული მთავრობის მოსვლის შემდეგ, რუსებს მოქალაქეობისა და ბინადრობის მოწმობების ადვილად მიღების სხვადასხვა გზა გაუუქმდებათ. ,,90-იან წლებში 300 000-ზე მეტი ქართველი გამოყარეს რუსებმა აფხაზეთიდან, 2008 წელს შიდა ქართლში 30 000 ჩვენ მოქალაქეს სახლი და მთელი ქონება დააკარგვინეს! 2012 წლის შემდეგ ე.წ ბორდერიზაციით დამატებით სოხუმისხელა ტერიტორია მიიტაცეს და ჩვენ ხალხს სახლები, სალოცავები, საძოვრები დააკარგვინეს და ჩვენ ვიღებთ იმავე რუსების ასობით ათასს მოქალაქეს, არა ტურისტებად, რამდენიმე დღით, როგორც მე ვაკეთებდი, არამედ სამუდამო მაცხოვრებლად – ვუფორმებთ მათ მიწებს, თავისი ვენახებით, საძოვრებით, სახლებს, ბიზნესებს და…

მეტი...

ევროკავშირი უკრაინას ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით 110 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკომისარმა ჰუმანიტარულ საკითხებში იანეზ ლენარჩიჩმა  განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინას ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით 110 მილიონ ევროს გამოუყოფს. მისი თქმით, დახმარების ახალი პაკეტი გამიზნულია როგორც ფულადი დახმარებისთვის, ასევე მოსახლეობის საკვებით, წყლით, საცხოვრისითა და სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფისთვის, გარდა ამისა, ფსიქოლოგიური მხარდაჭერისთვისაც. ამასთან, ევროკავშირი უკრაინაში ელექტროენერგიის დამატებით გენერატორებს გაუგზავნის. გამოყოფილი 100 მილიონი ევრო უკრაინაში გაიგზავნება, 10 მილიონი ევრო კი მოლდოვაში უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად იქნება გამიზნული.  

მეტი...

ისრაელი და აშშ არიან დამნაშავეები ღაზაში, ალ შიფას საავადმყოფოზე თავდასხმაში – „ჰამასი”

ისრაელი და აშშ არიან დამნაშავეები ღაზაში, ალ შიფას საავადმყოფოზე განხორციელებულ თავდასხმაში, – ამის შესახებ „ჰამასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „ჰამასის“ განცხადებით, ისრაელს მისცა მწვანე შუქი მშვიდობიანი მოსახლეობის მოკვლის მხარდაჭერით. „გაერო-ს დუმილი, მრავალი ქვეყნისა და რეჟიმის ღალატი არ შეაფერხებს პალესტინელი ხალხის მიჯაჭვულობას თავის მიწაზე და ლეგიტიმურ ეროვნულ უფლებებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.  

მეტი...

ღაზას საავადმყოფოზე თავდასხმა არის ახალი დანაშაული კაცობრიობის, სამედიცინო პერსონალისა და პაციენტების წინააღმდეგ – პალესტინის ჯანდაცვის მინისტრი

ღაზის სექტორში მდებარე ალ შიფას საავადმყოფოზე თავდასხმა არის ახალი დანაშაული კაცობრიობის, სამედიცინო პერსონალისა და პაციენტების წინააღმდეგ, – ამის შესახებ პალესტინის ადმინისტრაციის ჯანდაცვის მინისტრმა, მაი ალ კაილამ განაცხადა. „ჩვენ საოკუპაციო ძალებს ვაკისრებთ სრულ პასუხისმგებლობას ალ შიფაში სამედიცინო პერსონალის, პაციენტებისა და იძულებით გადაადგილებული ადამიანების სიცოცხლეზე“, – განაცხადა პალესტინის ჯანდაცვის მინისტრმა.  

მეტი...

სი ძინპინი აშშ-ში ჩავიდა

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი  6 წლის შემდეგ პირველად, აშშ-ში ჩავიდა. ეს მას შემდეგ ხდება, რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მიზნად ისახვას ნორმალური კომუნიკაციის აღდგენას პეკინთან. სი ძინპინი პირველადაა შტატებში 2017 წლის შემდეგ. ის შეხვდება ჯო ბაიდენს, შემდეგ კი დაესწრება აზიის წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმის (APEC) ყოველწლიურ სამიტს. სამიტი ბაიდენთან იქნება პირველი პირისპირ შეხვედრა აშშ-სა და ჩინეთის ლიდერებს შორის ერთი წლის განმავლობაში. აშშ-ის ოფიციალური პირების შეფასებით, ეს შესაძლებლობაა, შემცირდეს უთანხმოება ორ ქვეყანას შორის.  

მეტი...

,,სანქცირება მთავრობებისთვის მინიშნებაა გამოძიებაზე”- რობინ დანიგანი

“ჩვენ ვურჩევდით მთავრობებს ყველა შემთხვევასთან მიმართებით, ჩვენი სანქციები გამოიყენონ ერთგვარ მინიშნებად, რომელიც შეუძლიათ გამოიძიონ” – ამის შესახებ “რადიო თავისუფლებასთან” საქართველოში აშშ–ის ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა. მისი თქმით, სანქცირება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად. ,,ზოგიერთი მათგანი ანგარიშვალდებულების ხელშეწყობას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად. რუსეთზე სანქციების მიზანია რუსეთის სასარგებლოდ რუსეთს მავნე მოქმედებების, აგრეთვე – რუსეთის ომის მანქანის ხელშეწყობის შეჩერება, რომელსაც რუსეთი იყენებს არა მხოლოდ უკრაინაში აგრესიის განსახორციელებლად, არამედ სხვაგანაც. ასე რომ, როცა სანქციებს მივმართავთ, ქვეყნებისგან არა მხოლოდ მათ დაცვას მოველით, არამედ, როცა ეს ადამიანები ცალკეული ქვეყნის მოქალაქეები არიან, ეს არის სასარგებლო ინფორმაცია…

მეტი...

ფინეთი რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვას განიხილავს

თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის გამო, ფინეთი რუსეთთან საზღვარზე მდებარე ზოგიერთი პუნქტის დახურვას განიხილავს. ამის შესახებ ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, აგვისტოდან შემდეგ რუსეთიდან მიგრანტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც ფინეთის მთავრობა რუსეთის სასაზღვრო პოლიტიკის ცვლილებას უკავშირებს. ინისტრის თქმით, საკითხს “სერიოზულად უნდა მიუდგნენ და დაიცვან საზღვრის უსაფრთხოება”. მისი თქმით, კონკრეტულად არ იცის, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი, თუმცა შესაძლოა ეს ფინეთის ბოლო დროინდელ ნაბიჯებთან იყოს დაკავშირებული. მისი თქმით, “შესაძლოა რუსეთში ფინეთის საქმიანობაში რაღაც აღიზიანებთ”.  

მეტი...

თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე მანქანა ხეს შეეჯახა

თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე მანქანა ხეს შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებები მიიღო მძღოლმა. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, სავარაუდოდ, სიჩქარის გადაჭარბებაა.

მეტი...

„ჩინეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა ორმხრივი ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანია“ – დენის საიმონი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტს ამერიკელი ექსპერტი აფასებს და აცხადებს, რომ ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად აღნიშნული ვიზიტი საკმაოდ მნიშვნელოვანია. „ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერების შეხვედრამ შეიძლება ხელი შეუწყოს ორმხრივი ურთიერთობების სტაბილიზაციას“ – ასეთია ამერიკელი ექსპერტის დენის საიმონის მოლოდინი. „ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინისა და აშშ-ს პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის შეხვედრა მიზნად ისახავს “ურთიერთობების სტაბილიზაციას” მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის… მათ ნამდვილად აქვთ  რთული დღის წესრიგი, რომელთანაც უნდა გაუმკლავდნენ. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, მათ უნდა მოძებნონ გზა ურთიერთობების სტაბილიზაციისთვის”, – აღნიშნავს ექსპერტი. მისი მოლოდინია, რომ ორივე ქვეყანა და ლიდერები გამონახავენ საუკეთესო გზას დაძაბულობის შესამცირებლად, რომელიც…

მეტი...

სი ძინპინი აშშ-ის პრეზიდენტს ხვდება

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ხვდება. სი ძინპინგი სან-ფრანცისკოში უკვე ჩავიდა. პრეზიდენტი, ჯო ბაიდენთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს  ბიზნეს ლიდერების 30-ე არაფორმალურ შეხვედრაში. სი ძინპინი ჯო ბაიდენთან ოფიციალურ შეხვედრას გამართავს და ასევე, ვიზიტის ერთ-ერთი მიზანია აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ბიზნეს ლიდერთა შეხვედრაში მონაწილეობა. პრეზიდენტი სი ძინპინი სან-ფრანცისკოში პირდად პრეზიდენტ ბაიდენის მიწვევით გაემგზავრა. ის აშშ-ში 17 ნოემბრამდე დარჩება.  

მეტი...