ვილნიუსის აეროპორტმა ასაფეთქებლის არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინება მიიღო

ვილნიუსის აეროპორტმა სავარაუდო ასაფეთქებელი ნივთიერების შესახებ ანონიმური შეტყობინების გამო მუშაობა შეაჩერა და ევაკუაცია გამოაცხადა.

შეტყობინება 15 ნოემბერს, დაახლოებით დილის 8 საათზე მიიღეს. რის შემდეგაც, ტერმინალებიდან ყველა მგზავრის ევაკუაცია განხორციელდა, შემთხვევის ადგილზე ექსპერტები მივიდნენ.

,,აეროპორტის შენობის საფუძვლიანი შემოწმების და შესაბამისი სამსახურების მიერ სიტუაციის შეფასების შემდეგ, მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განახლდა, ​​მგზავრებს საშუალება მიეცათ დაბრუნებულიყვნენ ტერმინალებში, ხოლო დაგეგმილი ფრენების შემოწმება გრძელდება”, – განაცხადა აეროპორტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

მსგავსი თემები