საფრანგეთმა სირიის პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა

საფრანგეთმა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის დაკავების ორდერი გასცა. ასადი ეჭვმიტანილი იყო სამხედრო დანაშაულებში თანამონაწილეობაში იმ თავდასხმებში, რომლის დროსაც 2013 წელს დამასკოს მახლობლად 1400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ასევე გაიცა საერთაშორისო ორდერები ასადის ძმის, მაჰერის, სირიის ელიტარული სამხედრო ნაწილის დე-ფაქტო მეთაურის და შეიარაღებული ძალების ორი გენერლის დაკავებაზე.

პარიზის სასამართლოს განყოფილება, რომელიც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებს სწავლობს, ქიმიურ თავდასხმებს 2021 წლიდან იძიებს.

გამოძიება მედიისა და გამოხატვის თავისუფლების სირიის ცენტრის (SCM), ადვოკატთა ასოციაცია Open Society Justice Initiative (OSJI) და სირიის არქივის, სირიაში ადამიანის უფლებების დარღვევის დამადასტურებელი ორგანოს მიერ შეტანილ იურიდიულ საჩივარს მოჰყვა.

“სასამართლო აღიარებს, რომ ქიმიური თავდასხმა არ შეიძლებოდა მომხდარიყო სირიის პრეზიდენტის ინფორმირების გარეშე, რომ მას აქვს პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა უნდა აიღოს”, – განუცხადა SCM-ის პრეზიდენტმა მაზენ დარვიშმა AFP-ს.

ასადის და სხვების წინააღმდეგ საქმეს განამტკიცებდა მოწმეების ჩვენებები და სირიის სამხედრო სარდლობის ჯაჭვის ანალიზი.

 

 

მსგავსი თემები