ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში – “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ქორწილის ესკორტის ავტომობილი ქვეითს შეეჯახა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.