წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს ღაზის ჰოსპიტალში ისრაელის სამხედრო ქმედებებთან დაკავშირებით

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ღაზის უმსხვილეს ჰოსპიტალში ისრაელის სამხედრო ქმედებებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საავადმყოფოში მყოფი დაშავებულების, პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს.

ამასთან, ჰუმანიტარულ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე მარტინ გრიფიტსი აღნიშნავს, რომ შეძრწუნებულია ალ-შიფას საავადმყოფოში ისრაელის სამხედრო ოპერაციით. მისი თქმით, საავადმყოფოები ბრძოლის ველი არ არის.

 

მსგავსი თემები