,,პუტინი ვერ ეღირსება, რომ გერმანია უკრაინის ომს ოდესმე დაივიწყებს” – შტაინმაიერი

,,პუტინი ვერ ეღირსება, რომ გერმანია უკრაინის ომს ოდესმე დაივიწყებს”. ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო უკრაინა მსოფლიო ყურადღების ცენტრში აღარაა, რაც ასე არ უნდა იყოს.

,,უკრაინას ჩვენი მხარდაჭერა უფრო სჭირდება ახლა, როცა ომი ახლო აღმოსავლეთშიც მიმდინარეობს და უკრაინას ვეღარ ექცევა ის ყურადღება, რომელიც მას ასე ძალიან სჭირდება. პუტინი იმედოვნებს, რომ მსოფლიო დაივიწყებს უკრაინას,” – განაცხადა შტაინმაიერმა.

გერმანიის პრეზიდენტმა თქვა, რომ იგი ამ სურვილს რუსეთს არ აუსრულებს: “ჩვენ რუსეთის უსამართლო და აგრესიულ ომს არ შევეგუებით”.

შტაინმაიერმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთისგან საფრთხე არა მხოლოდ უკრაინას, არამედ უკრაინის მეზობლებლსაც ემუქრებათ.

მსგავსი თემები