დმანისში არასრულწლოვანმა 18 წლის ბიჭი დაჭრა

დმანისში 16 წლის არასრულწლოვანმა თანასოფლელი, 18 წლის ბიჭი ცივი იარაღით დაჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად ის ადგილზე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ კამათი უძღოდა, რაც სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი არასრულწლოვანი გაქცეულია.

ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცავები იმყოფებიან. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი თემები