ღიად ვამბობ, ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

ღიად ვამბობ, ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს მიმართა და განაცხადა, რომ მისი დასასრული ახლოსაა.

„ისრაელი ახორციელებს ქალაქისა და მისი მოსახლეობის სრული განადგურების სტრატეგიას. ღიად ვამბობ, ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა. მივმართავ ნეთანიაჰუს, შენ გაქვს ატომური ბომბი, ბირთული ბომბი და იმუქრები ამით, თუმცა რაც არ უნდა გქონდეს, შენი დასასრული ახლოსაა. თუ ისრაელი ასე გააგრძელებს თავის ხოცვა-ჟლეტას, ყველგან დარეგისტრირდება, რომ ეს არის ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც დაწყევლილია მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მსგავსი თემები