რუსეთმა ზაპოროჟიე განმეორებით დაბომბა – არის მსხვერპლი

ზაპოროჟიეს რაიონში რუსეთის ძალების მიერ განხორციელებულ განმეორებით თავდასხმას ორი მუშა ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის,  იგორ კლიმენკოს განცხადებით, საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები რუსეთის თავდასხმის ერთ-ერთ ადგილას გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობდნენ, რა დროსაც ოკუპანტებმა ამავე ადგილს მეორედ დაარტყეს.

,,სამწუხაროდ, მტრის დაბომბვის შედეგად დაიღუპა საგანგებო სიტუაციების სამსახურის ორი თანამშრომელი. ჩვენი უიარაღო გმირები ახლა სამუდამოდ 31 და 34 წლის არიან,”- განაცხადა კლიმენკომ.

მსგავსი თემები