,,გასულ დღეს რუსეთთან 82 საბრძოლო შეტაკება მოხდა” – უკრაინის გენშტაბი

გასული დღის განმავლობაში უკრაინელ თავდაცვის ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის 82 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

,,მთლიანობაში, მტერმა 7 სარაკეტო და 24 საჰაერო დარტყმა, ასევე, 64 შეტევა განახორციელა სარაკეტო სისტემებიდან უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე.

ოკუპანტებმა თავდასხმები განახორციელეს დონეცკის ოლქის ბოჰდანივკას რაიონშიც, თუმცა, უშედეგოდ. უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ თავდასხმის ოპერაციებს დონეცკის ოლქის ბახმუტის სამხრეთით, აყენებენ მტერს დანაკარგებს ცოცხალი ძალითა და აღჭურვილობით, იმაგრებენ მიღწეულ საზღვრებს”, – ვკითხულობთ გენშტაბის ანგარიშში.

მსგავსი თემები