ამერიკის სავაჭრო პალატა 25 წლის იუბილეს აღნიშნავს

ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიებას აშშ-ის ელჩი, ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების მაღალი რანგის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი და ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

,,ძალიან ამაყი ვარ, რომ აქ ვარ. მე ძალიან ბევრს ვმუშაობ საქართველოში, რომ გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები, ხოლო ეკონომიკური ურთიერთობები არის ის, რაზეც ნამდვილად ვართ ფოკუსირებული. ამერიკულ-ქართული ბიზნესი ერთად ახორციელებენ ინვესტიციებს და აუმჯობესებენ ბიზნესპრაქტიკას, მოაქვთ მეტი კეთილდღეობა საქართველოსთვის და მე ნამდვილად მსურს, რომ კიდევ უფრო მეტი გაკეთდეს”, –  ამბობს რობინ დანიგენი.

ფადი ასლი კი უცხოელი ინვესტორების დაცვის საჭიროებაზე საუბობს, რაც, მისი თქმით, ამერიკის სავაჭრო პალატის ერთ-ერთი მიზანია და ის დღემდე აქტუალურია.

,,ამერიკის სავაჭრო პალატა 1998 წელს დაარსდა. მე ვიყავი პალატის პირველი პრეზიდენტი 7 წლის განმავლობაში. მათ გააკეთეს ძალიან ბევრი ფანტასტიკური საქმე ამ 25 წლის განმავლობაში. მუშაობენ ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად, ინვესტორების მოსაძიებლად, იცავენ საკუთარ წევრებს, უბიძგებენ ქვეყანას საჭირო რეფორმებისკენ რათა წინ წავიდეს. როდესაც ამერიკული სავაჭრო პალატა გავხსენით, მიზანი იყო უცხოელი ინვესტორების დაცვა, 25 წლის შემდეგაც კვლავ დგას უცხოელი ინვესტორების დაცვის საჭიროება. სამწუხაროდ დღესაც იგივე პრობლემებია და იმედია ერთ დღესაც ეს გამოსწორდება”, – განაცხადა ფადი ასლიმ.

მსგავსი თემები